სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ტექნიკური დახმარების პროგრამაში განაცხადების მიღებას
სოფლის განვითარების სააგენტო ტექნიკური დახმარების პროგრამაში განაცხადებს მიმდინარე წლის 7 ნოემბრის 12:00 საათიდან მიიღებს. ინფორმაცია გავრცელებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
თანადაფინანსების მოცულობა:
გადახდის მოცულობა მიზნობრიობების მიხედვით მერყეობს 6,000–40,000 ლარის ფარგლებში.
პროგრამის მიზნობრიობები:
- სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირების მომსახურების თანადაფინანსება;
- ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნა;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქტის ბრენდირებისა და სასაქონლო სახის მინიჭების აღჭურვილობის შეძენა;
- კოოპერატივის მეპაიესთვის ბუღალტერიის სასერტიფიკატო კურსის დაფინანსება;
- სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ღირებულების დაფარვა;
- ახალი მიზნობრიობა: უცხოელი კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსება.
ბენეფიციარები:
ტექნიკური დახმარების პროგრამაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოსთან გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება.
- უცხოელი კონსულტანტების მომსახურების დაფინანსებისთვის ბენეფიციარი უნდა იყოს არანაკლებ 10 წევრიანი არასამეწარმეო იურიდიული პირი, ასოციაცია ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ან წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
განაცხადების წარდგენა:
- ელექტრონულად: document@rda.gov.ge
- მატერიალურად: სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან რეგიონულ სამსახურში
პროგრამის მიზანი:
ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის, მიკვლევადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა თანადაფინანსების გზით.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: rda.gov.ge.