პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ი.ი. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.