სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ
სახელმწიფო კონტროლი მიმდინარეობს როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე სავაჭრო ობიექტებში და მოიცავს სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს, ეტიკეტირების წესისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის სისწორეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 512 ობიექტში 1200-ზე მეტი ინსპექტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 92 სამართალდარღვევა გამოვლინდა და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს, განსაკუთრებული ყურადღება კი საკურორტო ზონებს ეთმობა.