პატრიარქი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.