იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ხარანაული დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა.

“ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი.

ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე ვრცელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading