პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით იხვეწება სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის კომპენსაციასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩო.

კანონპროექტის თანახმად, შემოღებული იქნება ახალი ცნება – „სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი“, რომელიც მოიცავს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს. პროექტით, აღნიშნულ სუბიექტზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნორმები.


ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია მიეცემა იმ მოხელესაც, რომელიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა.

კანონპროექტი პარლამენტმა 84 ხმით მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading