ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ფესტივალი ,,ქართული” უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს, ჩვენ ყოველი წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლებთ

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული“ სრული ანშლაგით დაიხურა.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება, ზვიად ბოლქვაძის და ,,რანინელების’’ კონცერტით დაიწყო და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

ფესტივალის გრან პრი, რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ჯავარმა” აიღო. პრველი და მეორე ადგილის მფლობელები, კი ,,იბერი” და ,,კეღოშვილები” გახდნენ.

რუსთავის მერიის ფულადი ჯილდო,10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ანსამბლებს გადაეცათ.

გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოეს.

ფესტივალი, რუსთავის ცენტრალურ პარკში, 26 აპრილს გაიხსნა და 10 დღის განმავლობაში, 60 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.

კონკურს-ფესტივალში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 26-მა ანსამბლმა და 3000-მდე მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.

საფესტივალო სივრცე, ყოველდღე სხვადასხვა სახის აქტივობით- ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით, კალიგრაფიის, კერამიკაზე მუშაობის, ხალიჩის ქსოვის მასტერკლასებით და ქართული ეროვნული სამოსის შოურუმით იყო დატვირთული.

კონკურ-ფესტივალი ,,ქართული“ 2024 წელს, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაარსდა და რუსთავის ცენტრალურ პარკში, ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება.

ფესტივალს აქვს ექსკლუზიური ლოგო, რომლის მიხედვით დამზადებული გარდამავალი გრანპრიც, ყოველწლიურად გადაეცემა გამარჯვებულს. ექსკლუზიურია, ფესტივალისთვის შექმნილი მუსიკალური კომპოზიციაც.

2024 წელს, კონკურს-ფესტივალში, მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონის 24 ანსამბლის, 1500-მა მოცეკვავემ მიიღო.

2025 წლიდან, ,,ქართულის“ მასშტაბი გაიზარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონი ჩაერთო.

ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალი, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading