აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო
“მამია ალასანია იყო თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო საქართველოსთვის.
მისი გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების თავდადება და სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.




