ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
„კანონპროექტის მთავარი არსი ის არის, რომ ერთი მხრივ, მცირე სიმძლავრის მქონე წარმოებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ისარგებლონ შეღავათებით და მეორე მხრივ, ეს შეღავათები არ იყოს ბოროტად გამოყენებული ცალკეული აქტორების მიერ. კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის ენერგოგაერთიანების რეგულაციებთან და იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
დაგეგმილი ცვლილებებით, უმჯობესდება აღსრულების მექანიზმები და მკაფიოდ განისაზღვრება კოდექსით გათვალისწინებული თითოეული პროცედურა და ეტაპი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.











