მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა.ამირან გიორგაძემ მარნეულელ მუსიკოსს შაბან მამედოვს მუსიკალურ კონკურსში “ხალხური” ნახევარფინალისტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების განხილვამდე ამირან გიორგაძემ მარნეულელ მუსიკოსს შაბან მამედოვს მუსიკალურ კონკურსში “ხალხური” ნახევარფინალისტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ,,მინდა მივესალმო ჩვენს წარმატებულ ახალგაზრდა მუსიკოსს შაბან მამედოვს, რომელმაც თავისი უბადლო შესრულებით არაერთხელ ასახელა მარნეულის მუნიციპალიტეტი, რაც პირადად ჩემთვის და მჯერა თითოეული მარნეულელისთვის ძალზედ საამაყოა. იცით რომ შაბანი არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურს -ფესტივალის გამარჯვებული და ახლა მონაწილეობს კონკურსში ” ხალხური”, სადაც წარმატებებს ვუსურვებ და დიდ მადლობას ვუხდი მარნეულის წარმოჩენისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით, ” -განაცხადა ამირან გიორგაძემ.
2025 წლის 6 მაისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 8 საკითხი იყო წარმოდგენილი.
დეპუტატებმა რვავე საკითხის განხილვას, მათ შორის, გენდერთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (შედის ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N35 დადგენილებაში და გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილებას გადაერქვა სახელი და დაერქვა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება), მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის საწვავის ლიმიტის შემცირებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებში ცვლილების შეტანას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით, კენჭი დადებითად უყარეს.
სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




