ნახატების კონკურსი „ფუნჯით დანახული საქართველო“

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, იმართება ნახატების კონკურსი — „ფუნჯით დანახული საქართველო“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

განაცხადები მიიღება 4 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 20 ივნისს, კომპეტენტური ჟიურის მიერ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ თემატური პრიზები.

მონაწილეობისათვის აუცილებელია:

განაცხადის ფორმის შევსება – რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/…/1HPn9bbFQ7jNFdHTMS9n8bOycjdL…/edit

თემატური ნამუშევრის შექმნა;

ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენა;

საკონკურსო ნახატები უნდა წარმოადგინოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 551 34 34 54

გისურვებთ წარმატებას!”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading