გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს

„საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არ ყოფილა. ეს იყო ყველაზე დიდი პატივი და ჩემი ოცნება. მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი წვლილი შემეტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში. კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, რადგან მინდა, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს“, – განაცხადა ლორიამ~მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.