ნაყინის ნიმუშებში შეუსაბამობები არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით – ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით ნაყინის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესს მკაცრად აკონტროლებს.

მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარეობს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტების ინსპექტირება, მათ შორის მოწმდება:

  • წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები,
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა,
  • პროდუქტის ვადები და ტემპერატურული რეჟიმი

საფრთხის პრევენციის მიზნით სააგენტო იღებს სხვადასხვა სახეობის როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ნაყინის ნიმუშებს და ატარებს სალმონელას, ლისტერიასა და ტრანსცხიმების შემცველობის ლაბორატორიულ კვლევებს.

ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია 100-მდე ნაყინის ნიმუში და არცერთში არ გამოვლენილა შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს წლის ბოლომდე გააგრძელებს და კიდევ 60 ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading