ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი ბინების დათვალიერებისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება — „პრეგაბალინი“.

ამასთან, ერთ-ერთი დაკავებულისგან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading