მცხეთა-მთიანეთში ძალადობისა და დაჭრის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.ნ. და 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ნ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე 2004 წელს დაბადებულ მ.ძ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ნ. და მ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.