თბილისში ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებებს საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. ასევე ირკვევა, რომ იგი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები აღნიშნულის შესახებ სხვა პირებს მოუყვებოდნენ, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.