მცხეთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
📌 დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები – 1964 წელს დაბადებული ი.პ. და 2004 წელს დაბადებული ბ.ვ.
🔍 სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათი მითითებული ლოკაციების დათვალიერების შედეგად ამოიღეს:
- დაახლოებით 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”,
- ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები
- ელექტრო სასწორი
📄 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.