დედაქალაქში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის მოყვანისთვის ერთი პირი დააკავეს

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის – კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოყვანის ბრალდებით დააკავეს 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.შ.

📌 სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილ სათბურში 25 ძირი კანაფის მცენარე ამოიღეს.

📄 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading