მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან მიხეილ აფციაურთან ერთად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნიკა კობახიძე.

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის წარმოჩენა, არქეოლოგიური აღმოჩენების პოპულარიზაცია და ისტორიული ღირებულებების დაცვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading