საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან განათლების სისტემის რეფორმაზე იმსჯელა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძმ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, მოადგილე ბაია კვიციანთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განათლების სისტემის რეფორმისა და რეგიონებში ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმები დაინერგება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფორმებთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

სახელმწიფო რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ბაია კვიციანი, ასევე საგანმანათლებლო რესურსები-ის დირექტორი მიხეილ ყუფარაძე და სამინისტროს წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading