ბოლნისში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ბოლნისში კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ეროვნული სამოსის გამოფენა.

ტრადიციულ მსვლელობას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი შეუერთდნენ.

ეროვნული სამოსის დღე საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება და ქართული კულტურისა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading