მთავრობამ უძრავი ქონების პრივატიზების ახალი წესები დააწესა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ახალი წინაპირობები განსაზღვრა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა, ხოლო იგი ძალაში შევა 2026 წლის 12 იანვრიდან.

დოკუმენტის მიხედვით,ს ახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით;
  • თუ საპრივატიზებო უძრავი ნივთი დაკავშირებულია დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებას და ამ ქონებაზე განხორციელებულია შესაბამისი ინვესტიცია/დანახარჯი;
  • სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • სასამართლოს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო უწყების ან მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე;
  • სახელმწიფო/საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიზნით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა ენერგეტიკასა, წყალმომარაგებაში, ტრანსპორტსა და საკომუნიკაციო სისტემებში;
  • პროგრამების ფარგლებში, რომელთაც საქართველოს მთავრობა დამტკიცებს, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების საფუძველზე.

კონკრეტულად, სახელმწიფო ქონების გაცვლა შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება აღინიშნება შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი გეგმით ან სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით.

ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვას, საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსირებას, ასევე სახელმწიფო ქონების ეფექტურ მართვას და საზოგადოებრივი პროექტების მხარდაჭერას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading