რას შეიცავს „ნესტლეს“ პროდუქტი და რა შეიძლება გამოიწვიოს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განმარტება გააკეთა იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტოქსინ Cereulid-ს. მისი თქმით, ყველა „ნესტლეს“ პროდუქტი არ შეიცავს ამ ბაქტერიას.

„ეს გახლავთ ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი. ერთჯერადი ღებინება, როგორც წესი, ბავშვისთვის საგანგაშო არ არის, მაგრამ მრავალჯერადი ღებინების შემთხვევაში არსებობს გაუწყლოების განვითარების რისკი, რაც საჭიროებს ექიმის ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში ინტრავენურ გადასხმას. ჯერჯერობით, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებული არ არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, „ნესტლე ჯგუფმა“ აღნიშნული ნაბიჯი მიიღო გარე მომწოდებლისგან მიღებული ნედლეულის (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის შესაძლო არსებობის რისკის გამო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ტოქსინის შემცველობა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში, ნორმირებული არ არის, ხოლო ნედლეულის ტოქსინის დონე მინიმალურია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading