„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ — შსს გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანიის „სილქნეტი“ მფლობელი, ცნობილი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, მეტსახელით „ზარალა“, დააკავა. საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა და მასზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მისი კომპლექტაციის ან ვაზნების უკანონო ტარებასა და შენახვას გულისხმობს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ – 2025 წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში გიორგი რამიშვილის ხელბარგის სკანირებისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო თავად გიორგი რამიშვილის სახელზე, თუმცა მას არ ჰქონდა მისი ტარების უფლება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.“ — ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რამიშვილი ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენია საქართველოში. სამართალდამცავები საქმეზე ინტენსიურად მუშაობენ და დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading