საგარეჯოში მიმდინარე საქმეზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ერთი პირია დაკავებული ბრალდებულის სახით.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.
მას ბრალი წარედგინა მას შემდეგ, რაც საგარეჯოში, მისი დედის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით აღმოაჩინეს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამართალდამცავი უწყებები დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
