მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს

კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში.

🔹 მონაწილეობა შეუძლიათ eTwinning-ში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას Elementary დონეზე.
🔹 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1️⃣ განაცხადების მიღება — 20 თებერვლიდან 6 მარტის 18:00 საათამდე (ელ. ფოსტა: https://www.tpdc.ge/geo/news/992);
2️⃣ გასაუბრება – 9-13 მარტს, პირისპირ ან ონლაინ ფორმატში.

დოკუმენტაცია ქართულ ენაზე უნდა წარადგინონ. პრიორიტეტი მიენიჭებათ eTwinning-ის საკონკურსო პროექტების ავტორებს/თანაავტორებს, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღიათ პროგრამის ფარგლებში.

კონკურსის შედეგები მონაწილეებს პირადად ეცნობებათ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading