ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, გიორგი გასვიანთან, ერთად სოფელ აკაურთის, გეტას, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 714 000 ლარი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading