„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო, რომ ხანძარია. სამწუხარო არის, მათ შორის სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე”-შალვა პაპუაშვილი
„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო, რომ ხანძარია. სამწუხარო არის, მათ შორის სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე. ასეთ დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან, ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანი, გასაკვირის, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. ვნახეთ, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხზე, რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს.
ვნახეთ პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია, როგორ ცდილობდა დაეზაფრა საზოგადოება. მათ შორის ვნახე ბატონი მთივლიშვილი, რომელიც ყველას კარგად ახსოვს შოვის ტრაგედიაზე საკუთარი ინტერესების გაწევით, სკანდალებით, თითქოს ამხილა ვინმე და სინამდვილეში ისტერიას თესავდა სხვების ტრაგედიის ხარჯზე. დადასტურდა მისი დეზინფორმაცია და ტყუილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უცხოელი მეცნიერების მიერ. შემდეგ ბატონ მთივლიშვილს რომ მედლებს ჰკიდებენ და აჯილდოებენ იმის შედეგია, რომ თუ არ ვცდები სამი პოსტი დაწერა ამ საკითხზე, ხან მოლთან დადო ფოტო , რომ ხალხო, ნახეთ, რა ხდება, ახლა უნდა ავფეთქდეთ. ამას შეუწყო ხელი. ეს აჩვენებს, რომ წინდახედულობაა საჭირო. მით უმეტეს აშშ-ის საელჩომ იცის, რა ტიპის პროგანდისტული მედიაა, როგორი ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვყავს, მათ არ უნდა მისცეს ნოყიერი ნიადაგი. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ასეთი განცხადება, რომ დაედო, წარმოგიდგენიათ? ხომ დადასტურდა, რომ არ იყო სარწმუნო ინფორმაცია. სუს-ის განცხადება, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია ამ საკითხზე, კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალში ასე აღარ მოხდება. იყო მისკომუნიკაცია, მაგრამ ვიცი რა, სუს-ის და საელჩოს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ეს აღარ მოხდება. აუცილებელია წინდახედულობა, როცა იცი, რომ პროვოკატორებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეო სექტორი“ და პროპაგანდისტული მედია. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელშიც საუბარი იყო, რომ რამდენიმე სავაჭრო ცენტრში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო.