მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიება: 7 საქმეზე 21 პირი დაკავებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, შვიდ სისხლის სამართლის საქმეზე კორუფციული დანაშაულები გამოავლინეს და საერთო ჯამში 21 პირი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიება მოიცავს ქრთამის აღების, თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებს. საქმეები ეხება როგორც სამედიცინო სფეროში ყალბი დიაგნოზებისა და სტატუსების გაცემას, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბიუჯეტური თანხების თაღლითურად დაუფლებას.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, რომ კორუფციული დანაშაულების გამოვლენა და პრევენცია აქტიურად გაგრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading