მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა

დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი შატაკიშვილთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად ესწრებოდა.

დღის მანძილზე მოეწყო კულტურული და სპორტული აქტივობები. გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ცხენოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „აპარნობა” ყოველწლიურად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან მეორე კვირას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

სახალხო დღესასწაულს რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილე ნიკა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის მხარე

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading