სპეცპენიტენციური სამსახურის განცხადება გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება გიორგი ბაჩიაშვილზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ცილისმწამებლურს უწოდებს ცალკეული მედიასაშუალებების ბრალდებებს.
უწყების ინფორმაციით- გიორგი ბაჩიაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 27 მაისიდან იმყოფება. იგი არ ყოფილა მოთავსებული სამარტოო საკანში და სხვადასხვა დროს ჰყავდა თანამესაკნეები.
11 ივლისს ბაჩიაშვილსა და თანამესაკნეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდებულმა დაზიანება მიიღო. ბაჩიაშვილს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, შემდგომ კი – N8 დაწესებულებაში.
12 ივლისიდან ის მოთავსებულია N18 სამკურნალო დაწესებულებაში და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას. ბაჩიაშვილს ასევე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
უწყება მოუწოდებს მედიას, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და აცხადებს, რომ მსგავსი მცდელობები არ დარჩება რეაგირების გარეშე.
