მარნეულში 2005 წელს დაბადებული გოგონას გატაცების საქმეზე შსს-მ 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან:

  • 1996 წელს დაბადებული ე.ა.
  • 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ს.
  • 1970 წელს დაბადებული თ.მ.
  • 1993 წელს დაბადებული შ.გ.
  • 1948 წელს დაბადებული რ.ა.
  • 1993 წელს დაბადებული ჯ.ა.
  • 1968 წელს დაბადებული ე.ა.

🔎 გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ა.-მ შ.ს.-ს დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, 2005 წელს დაბადებულ გოგონას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

🚔 პოლიციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაადგინა გატაცებული გოგონას ადგილმდებარეობა და დამნაშავეები ცხელ კვალზე დააკავა.

ასევე დაკავებულები არიან ის პირები, რომლებსაც ფლობდნენ ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ.

⚖️ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

  • 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ),
  • 150-ე მუხლით (იძულება),
  • 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა).

აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading