საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი(დაჩი) ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა


კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.


საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან. კომიტეტის წევრებმა დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading