პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ-ბანკთან, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარი ანგარიშზე თანხის გადარიცხვები განახორციელა დანიშნულებით – „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“.
🔎 მთლიანობაში, სხვადასხვა დროს, ბუღალტერმა 2 161 806.52 ლარი მიითვისა, რომლის ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო. მისი ქმედების შედეგად სასწავლო დაწესებულებას მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.
📅 პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 11 სექტემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის:
- მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება
- მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით თანხის მითვისება
⚖️ აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.