დავით კარგარეთელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ვაზიანში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა
გარდაბნის მერობის კანდიდატი, დავით კარგარეთელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ვაზიანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ აღნიშნა კარგარეთელმა, ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს მშვიდობის ფასი და მათთან უშუალო დიალოგი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
შეხვედრა ღია და სითბოთი სავსე ატმოსფეროში წარიმართა. განიხილეს არსებული პრობლემები, რომლებიც დევნილებს დღემდე აწუხებთ და რაც აუცილებელია, რომ მმართველობის მომავალ ეტაპზე იყოს პრიორიტეტულად მოგვარებული.
დავით კარგარეთელის თქმით, დევნილთა საკითხი მისთვის მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება არ არის და ის კონკრეტულ ქმედებებში უნდა აისახოს:
„ჩვენი მიზანია, გარდაბანი იყოს ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველა მოქალაქე, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებიც, თავს საკუთარ სახლში იგრძნობენ. ამისთვის კი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.