მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამოქმედო გეგმა განისაზღვრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები და სამოქმედო გეგმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის კრებები და კონსულტაციები 9 თებერვლიდან დაიწყება. მოსახლეობა პროექტების შერჩევასა და დასაფინანსებელ პროგრამებზე აქტიურად ჩაერთვება.

2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading