დევნილთა სააგენტო 400-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელს შეუძენს. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩიონ საცხოვრებელი და შესაბამისი დოკუმენტაცია სააგენტოს წარუდგინონ.
აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 2025 წელს სააგენტომ საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუძინა.
მიმდინარე წელს იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.