დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. დღეს აღნიშნული შეხვედრები ბოსლების, აზერბაიჯანული კაკლიანის, ვარდისუბნის, დიდი და პატარა დმანისის, მაშავერას მოსახლეობასთან ჩატარდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, ასეთი კომუნიკაცია ხელს უწყობს 2026 წლის პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.