მარნეულში არასრულწლოვანზე ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ა.ნ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიების მონაცემებით, ა.ნ.-მ 2012 და 2016 წლებში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის შედეგად არასრულწლოვნებს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading