თბილისში ცივი იარაღით ორი პირის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული ლ.თ., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ბრალდებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა 1982 წელს დაბადებულ ნ.ყ.-სთან და 1984 წელს დაბადებულ ლ.ქ.-სთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.თ.-მა ცივი იარაღით ორივე მამაკაცს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დაკავეს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading