მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროექტები და საკადრო ცვლილებები განიხილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლებში – ახკულასა და ცოფში წყალმომარაგების სისტემების მოწყობას, ხოლო კასუმლოსა და ბაითალოში სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანაზე, რომლის მიხედვით პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგო 10%-ით იზრდება.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში ცვლილებებს.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 11 საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერის პირველი მოადგილე, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading