დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 23 იანვრის სხდომაზე რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

მიმდინარე წლის 23 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს და იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან, ქონებასთან და სხვადასხვა ქვეპროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სხდომაზე განხილულ იქნა:

  • დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა;
  • რეგიონული განვითარების სამინისტროსთან დელეგირების ხელშეკრულების დამტკიცება;
  • 2026 წლის სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის ქვეპროგრამებში ცვლილებები;
  • მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენა;
  • 2026 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;
  • მუნიციპალიტეტის ქონების აღნაგობისა და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები;
  • 2026 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონება;
  • პირის დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading