სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა

სესიაზე განვიხილეთ ევროსაბჭოს ,,განათლების სტრატეგიის 2030“ ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის, განათლების დემოკრატიული და სამოქალაქო მისია, განათლების სოციალური პასუხისმგებლობა და ციფრული ტრანსფორმაცია.

პლენარული სესიის ფარგლებში საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია შესრულებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ევროსაბჭოს ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტის (EQPR) დანერგვასა და საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პლენარულ სესიაზე, ასევე, ვიმსჯელეთ, ევროსაბჭოს ახალგაზრდობის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მშვიდობის განათლების სწავლების დანერგვაზე.

პლენარული დისკუსიების დროს ხაზი გავუსვი მშვიდობის განათლების სწავლების მნიშვნელობას და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად სწავლების ფორმატების განსაზღვრის მიმართულებით ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading