მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში, ტრადიციულად გაიმართება, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში

მიმდინარე წლის 29-30 მარტს, 11:00 საათზე, სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირი ჩატარდება 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სპორტსმენები.

ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 18 000 ლარს.

I ადგილი- 8 000 ლარი

II ადგილი- 6 000 ლარი

III ადგილი- 4 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობა, იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ავრცელებს.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, საბრძოლო ხელოვნებით დაკავებული ადამიანები, ფიცარნაგი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading