რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა თავმჯდომარის ნინო სულაძის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით განსაზღვრული ათი საკითხი, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი განიხილეს.
კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და გეგმას, რომელიც სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ გია ანთაურმა წარადგინა.
კომისიამ განიხილა მოქალაქეთათვის პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვეული ვადის განსაზღვრისა და ასევე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ობიექტების მშენებლობების დასრულების გამო, პირობით გამოცხადებულ აუქციონებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის საკითხები.
კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხი დადებითი რეკომენდაციით, პროცედურის თანახმად, საკრებულოს ბიუროს გადასცა.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღიათ ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.





ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.