1 მაისს დაბა მანგლისში, განახლებულ ბიბლიოთეკაში, (იდიათეკაში )გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნელი (ქეთინო) მაისურაძემ და ა.(ა).ი.პ. „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა“.

ღონისძიება ჩატარდა სემინარის სახით, რომლის ფარგლებში ყველა სოფლის ბიბლიოთეკარმა გააკეთა პრეზენტაცია. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ბიბლიოთეკარებისთვის, რათა გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ ქ. თეთრიწყაროს მთავარ ბიბლიოთეკას შეუსრულდა დაარსებიდან 80 წლის იუბილე, რაც დამატებით მნიშვნელობას აძლევდა ამ ღონისძიებას.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი გიორგი წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი ვაჟა სულხანიშვილი, ა.(ა).ი.პ. „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ დირექტორი დავით ყაზახაშვილი, დირექტორის მოადგილეებთან ბექა ჯანხოთელთან კამო ნერსესიანთან და სპორტის სამსახურის უფროსთან დავით ხაბულიანთან ერთად.

ეს საბიბლიოთეკო კვირეული მნიშვნელოვანი იყო როგორც ბიბლიოთეკარებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობდა წიგნიერების და კულტურის გავრცელებას. მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის ამაღლებულ ატმოსფეროს ქმნის და აერთიანებს საზოგადოებას საერთო მიზნების გარშემო..

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading