ისრაელში ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძარმა ქვეყნის დედაქალაქ იერუსალიმამდე მიაღწია. სტიქიის გამო ქალაქიდან გასასვლელი რამდენიმე მაგისტრალი კვლავ ბლოკირებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 163 სახანძრო ჯგუფი და 12 თვითმფრინავია ჩართული. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების დროს 17 მეხანძრე დაშავდა. ჯამში დაშავებულია 22 ადამიანი.

ცეცხლმა შესაძლოა იერუსალიმს მიაღწიოს, რის გამოც მთავრობა საგანგებო ზომებს მიმართავს. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან სამხედროები.

ძლიერი ხანძარი ოთხშაბათს იერუსალიმთან ახლოს, ეშტაოლის ტყეში გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

იერუსალიმის მახლობლად ხანძართან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ერთ-ერთი პირი ცეცხლის წაკიდების დროს დააკავეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading