მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი გმირების დედებს ესტუმრა და დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი გმირების დედებს ესტუმრა, 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დედის დღე სითბოს, სიყვარულისა და მადლიერების სიმბოლოა. ვულოცავ ყველა დედას ამ მშვენიერ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და შვილების წარმატებით გამოწვეულ სიხარულს. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ იმ გმირ დედებს, რომელთა შვილებმა სამშობლოსთვის სიცოცხლე გაიღეს“, – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading