მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომის დღისწესრიგი
1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №32 დგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი, კობა ჩხიტუნიძე/
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა უწყვეტი სწავლების 2025 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
3. „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე, აგილ ამირჯანოვი/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 18 თებერვლის N07-3225049243 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე, აგილ ამირჯანოვი/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 17 თებერვლის N07-3225048323 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე, აგილ ამირჯანოვი/
7. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 18 თებერვლის N07-3225049244 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე, აგილ ამირჯანოვი/
8. სოციალური საკითხები.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/