საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, აგრძელებს

“ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q” განხორციელებას.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას პროექტის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

“ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q” ემსახურება:

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას;

ზოგადი განათლების საფეხურზე, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას;

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;

უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების შესაძლებლობებისა და განათლების მონაცემთა სისტემის განვითარებას;

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია სასკოლო მზაობის 147 სივრცე, ხოლო 22 სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading